სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 22 აგვისტო 2025, 22:30

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურში მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს პირადი განცხადების საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი პატარიძე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 21 აგვისტოს გაავრცელა განცხადება 11 ივლისს საკანში გიორგი ბაჩიაშვილსა და კ. მეტრეველს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამოძიების ფარგლებში მიმდინარე დისციპლინური წარმოების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი