ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 22 აგვისტო 2025, 22:31

ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ქალბატონმა, ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ თუ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა, ამის და მიუხედავად როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტზე საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე, რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხებოდა.

„მაკკეინის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით ისიც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ მათი დირექტორი, როდესაც ერთ-ერთ მედიას ინტერვიუს აძლევდა, მან დაუფარავად თქვა - კი, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა ჩართულიყო საომარ ესკალაციაში რუსეთთან. მერე რა, რომ რამდენი ათასი ქართველი დაიღუპებოდა ამით. ეს არის მათი შეხედულება.

ასევე, ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელია ამ ორგანიზაციის, ნუ დაგვავიწყდება 2024 წლის არჩევნებამდე გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ რომ გაიმარჯვებდა დიდი ანგარიშით, ამის და მიუხედავად, თუ როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა და ამ მუხტის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

„ქრონიკის“ მიერ გასაჯაროებული სიუჟეტის შემდეგ, „მაკკეინის ინსტიტუტის“ სკანდალმა სალომე ზურაბიშვილი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. მან ვრცელი განცხადებით სცადა იმის დასაბუტება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მისი გადაწყვეტილება იყო და არა - დავალება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი