„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 23 აგვისტო 2025, 11:30

„ქრონიკის“ ექსკლუზივი -კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის მიზნებსა და ამოცანებს არც თავად ორგანიზატორები მალავენ. ხელისუფლების შეცვლა - როგორც თავად მონაწილეები ამბობენ, ეს არის შეკრების მიზანი.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან სამხედრო მომზადებას, მათ შორის ტაქტიკურ გადაადგილებას, სამხედრო დგომას, შეტევას, თავდაცვას და სამხედრო ალყებს. ღონისძიება მოძრაობა „ერთობის“ ინიციატივით იმართება. მასში მონაწილე ინსტრუქტორები კი მოძრაობა „ფარის“ წევრები არიან.

ორგანიზაციის, მიზანია ჩამოაყალიბოს „ათეულების ლიდერები“ საპროტესტო აქციებისთვის. ცნობილია, რომ კაპროვანში გავლილი ტრენინგის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები აქციასაც გამართავენ, რომელიც ოზურგეთში გაიმართება.

„აქციისთვის ვემზადებით, გაზეთები გვაქვს ჩამოტანილი, უნდა დავარიგოთ. ჩვენი გუნდის შიდა გაძლიერებაც მიმდინარეობს - ჩვენ უნდა ვიცოდეთ სინქრონში მოქმედება როგორ არის, ერთად მოქმედება როგორ არის, ერთად ყოფნა რა არის ზოგადად. „ქართული ოცნების“ მთელ რეჟიმს, თავიდან ბოლომდე, უნდა ეშინოდეს. ჩვენ ამ რეჟიმს გავისტუმრებთ, გაგისტუმრებთ მოუსვლელში“, - განუცხადა „ქრონიკას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დათო გუნაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი