მდინარაძის პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე, მაქვს წინათგრძნობა, რომ სახელმწიფოს ამ ცენტრალურ ინსტიტუციაში წარმატებით გაგრძელდება სისტემაში საბოტაჟის დავალების მიზნით ჩანერგილი კადრებისაგან წმენდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 23 აგვისტო 2025, 19:29

წლების განმავლობაში სუს-ის მომავალი ახალი ხელმძღვანელი მმართველი გუნდისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ერთ-ერთი ის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, ვისაც ახასიათებდა პრინციპულობა, სიმართლეში - სიხისტე, ოპონენტების წინაშე „მომაკვდინებელი“ ლოგიკა, დეზინფორმაციის ნებისმიერ გამოვლინებასთან უკომპრომისო ბრძოლა, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.

ქართველიშვილს ეს საკადრო გადაადგილება, მოულოდნელობასთან ერთად, საინტერესო და წარმატების მიღწევის კუთხით, პერსპექტიულად მიაჩნია.

„წლების განმავლობაში სუს-ის მომავალი ახალი ხელმძღვანელი მმართველი გუნდისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ერთ-ერთი ის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, ვისაც ახასიათებდა პრინციპულობა, სიმართლეში - სიხისტე, ოპონენტების წინაშე "მომაკვდინებელი" ლოგიკა, დეზინფორმაციის ნებისმიერ გამოვლინებასთან უკომპრომისო ბრძოლა. მამუკა მდინარაძის ნებისმიერი ბრიფინგის დროს, გულწრფელად გეცოდებოდა მოწინააღმდეგის ბანაკიდან მასთან უსუსური ოპონირების ნებისმიერი მცდელობის მქონე სუბიექტი. მათ შორის ისიც გვახსოვს, არგუმენტების დეფიციტის გამო - ზოგი მასთან მუშტი-კრივით "დისკუსიაზე" როგორ გადადიოდა, ზოგი მის მშობლებს სახლში მიუგზავნიდა მედია-ზონდერ-ჯგუფებს. მამუკა მდინარაძის პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე, მაქვს ინტუიციური წინათგრძნობა, რომ ქვეყნისა და სახელმწიფოს ამ ცენტრალურ ინსტიტუციაში წარმატებით გაგრძელდება სისტემაში შემთხვევით მოხვედრილი, ან საბოტაჟის დავალების მიზნით, ნებსით ჩანერგილი კადრებისაგან წმენდა. მსგავსად იმისა, როგორ გაუშვა აშშ-ს ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა თულსი გაბარდმა პირადი შემადგენლობის 44% - „დიფ სთეიტის" მისამართით. ეს საკადრო გადაადგილება, თავის მოულოდნელობასთან ერთად, იმდენად საინტერესო და წარმატების მიღწევის კუთხით, პერსპექტიულია - რომ სუს-ს ახალ ხელმძღვანელს ყველა ჩვენთაგანის გვერდში დგომა და დასახული ამოცანების ბოლომდე მიყვანა მინდა ვუსურვო!” - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი