ლევან მახაშვილი ოპოზიციის უცხოელ დამფინანსებლებზე: მათი მთავარი მიზანი არის პოლიტიკურ ომის თამაშებში საქართველოს შეთრევა და ამისთვის სამწუხაროდ ძალიან კარგ მიზეზებს აძლევს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 26 აგვისტო 2025, 18:04

მათი მთავარი მიზანი არის პოლიტიკურ ომის თამაშებში საქართველოს შეთრევა და ამისთვის სამწუხაროდ ძალიან კარგ მიზეზებს აძლევს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ქართველი რადიკალების უცხოელ დამფინანსებლებთან დაკავშირებით.

წამყვანმა ჰკითხა, რა მიზეზით რჩება ევროკავშირისთვის საქართველო და მისი მუნიციპალური არჩევნები აქტუალური.

„ეს ის კითხვაა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია პარტნიორებთან. იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რის წინაშეც დგას ევროკავშირი და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არათუ პრობლემაა, პირიქით, ეხმარება ევროკავშირს ამ პრობლემებთან გამკლავებაში, აბსოლუტურად არანაირი მიზეზი, საქართველო გარიყო, დააშანტაჟო და დასაჯო, არ არსებობს. თუ რაიმე პრობლემები აქვს ევროპას, პრობლემების ათეულში საქართველო საერთოდ არ არის. არის ომები, ეკონომიკური სტაგნაცია, მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის პრობლემები, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე აღარ ვისაუბრებ. განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებს ომის პოლიტიკური თამაშები აქვთ და სურთ, რომ საქართველო შეითრიონ. ისინი ჩვენს ოპოზიციას ათამაშებენ საკუთარი მიზნებისთვის და გათვლებისთვის, თორემ საერთოდ რომ არ აღელვებთ არც საქართველო და არაფერი, ნათელია.

ადამიანის უფლებებზე მითითებებიც ხანდახან სასაცილოა მაშინ, როდესაც წითელ ხალიჩას ხან ვის უგებენ და ხან - ვის. საზოგადოება ხედავს მართლა აინტერესებს თუ არა ევროპას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. მათი მთავარი მიზანი არის პოლიტიკურ ომის თამაშებში საქართველოს შეთრევა და ამისთვის სამწუხაროდ ძალიან კარგ მიზეზებს აძლევს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი“, - აღნიშნა მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი