უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 26 აგვისტო 2025, 18:27

არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მათ შორის, ეს საკითხი, ვინაიდან უვიზო არ არის ერთადერთი მიმართულება, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქვეყნებმა ევროკავშირის ინსტიტუტები, მათ შორის, ევროპარლამენტი გამოიყენეს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, ზოგი ხედავს, რომ არ არის სასურველი პოლიტიკურ თამაშებში ამ საკითხის გამოყენება.

„რაც შეეხება სახელმწიფოების პოზიციებს, დღევანდელი მდგომარეობით ასეთი უმრავლესობა არ არსებობს. უმრავლეს სახელმწიფოებს პირიქით, არ აქვთ იმის სურვილი, რომ მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებები მიიღონ ბევრი მიზეზი გამო.

ზოგი ხედავს, რომ არ არის სასურველი პოლიტიკურ თამაშებში ამ საკითხის გამოყენება, ვინაიდან ამით, ფაქტობრივად, თითქმის პირველად მოხდება რაღაც პანდორას ყუთის გახსნა და შემდგომ შესაძლოა იგივე პრობლემები გადაიღვაროს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნების შემთხვევაში. ბევრ ქვეყანას სწორედაც ამის გამო არ სურს ამ საკითხის გახსნა.

რამდენიმე სახელმწიფო პირდაპირ ამბობს კიდეც, რომ საქართველო მაქსიმალურად ბევრს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს დაცული და ამიტომ არ იმსახურებს საქართველო ევროკავშირისგან ხისტ დამოკიდებულებას.

არიან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მათ შორის, ეს საკითხი, ვინაიდან უვიზო არ არის ერთადერთი მიმართულება, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქვეყნებმა ევროკავშირის ინსტიტუტები, მათ შორის, ევროპარლამენტი გამოიყენეს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, მოლოდინი ასეთია, რომ არც დღეს დასრულდება. სანამ, მინიმუმ, ომი მიმდინარეობს უკრაინაში, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს წნეხი სხვადასხვა საკითხის გამოყენებით გაგრძელდება. კიდევ ერთხელ, ერთადერთი იარაღი, საქართველოს რაც დარჩენია, ეს არის რომ სიმართლე გადასცეს და აუხსნას პარტნიორებს. კონკრეტული სტატისტიკა, მონაცემები, საკანონმდებლო რეგულაციები ანახოს, თუ რა გააკეთა საქართველომ და ამით ჩვენ დავადასტუროთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველო ერთგულია უვიზო მიმოსვლის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი