სასამართლოს მიერ პროკურატურის წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რეალობას, რომ საქართველოში მოქმედი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად სცილდებიან საკუთარი საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
285 27 აგვისტო 2025, 14:00
სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, რომ საქართველოში მოქმედი რიგი ორგანიზაციები ხშირად სცილდებიან საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებს და საზოგადოების ინტერესების დაცვის ნაცვლად პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ არასამთავრობო სექტორი არა მხოლოდ პროტესტის დაფინანსებაში, არამედ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილე პირების მხარდაჭერაშიც იყო ჩართული, ამით ჩამოყალიბდა პრაქტიკა, სადაც გარკვეული ჯგუფები თავს კანონზე მაღლა გრძნობდნენ. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მათი ფინანსური ანგარიშების დაყადაღების შესახებ შეიძლება ჩაითვალოს აუცილებელ და ლოგიკურ ნაბიჯად, რათა შეჩერდეს უკანონო ქმედებები.

„სასამართლოს მიერ, პროკურატურის წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება(ა/ო ანგარიშების დაყადაღების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რეალობას, რომ საქართველოში მოქმედი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად სცილდებიან საკუთარი საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებს და საზოგადოების ინტერესების დაცვის ნაცვლად პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობენ. საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები,(ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“) რომლებიც ფორმალურად დემოკრატიასა და სამოქალაქო უფლებებზე ზრუნვას იჩემებებ, რეალურად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში, რაც ფინანსური მხარდაჭერაში და კოორდინაციაში გამოიხატებოდა.

სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა იმ აღჭურვილობის შესყიდვა და დარიგება, რომელიც პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას გამოიყენებოდა. ეს გარემოება ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები აღარ ფუნქციონირებდნენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, არამედ გახდნენ პოლიტიკური არასტაბილურობისა და დესტაბილიზაციის ხელშემწყობი ინსტრუმენტები.

განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ხდებოდა არა მხოლოდ პროტესტის დაფინანსება, არამედ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილე პირების პირდაპირი მხარდაჭერა – მათთვის ჯარიმებისა და დაცვის ხარჯების დაფარვა, რაც მათი წახალისებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ტოლფასი იყო. ამით ჩამოყალიბდა პრაქტიკა, სადაც გარკვეული ჯგუფები თავს კანონზე მაღლა გრძნობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ პოლიტიკური ინტერესების სახელით ყოველთვის იქნებოდნენ მფარველობის ქვეშ.

ეს ტენდენცია მახინჯად ცვლის არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივ როლს. იქ, სადაც ისინი უნდა ყოფილიყვნენ მოქალაქეთა ინტერესების გამტარებლები და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობები, ისინი დესტრუქციის ძალადობის ორგანიზატორებად იქცნენ. სასამართლოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების დაყადაღება შეიძლება ჩაითვალოს აუცილებელ და ლოგიკურ ნაბიჯად, რათა შეჩერდეს მათი უკანონო ქმედებები.“ - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი