ლევან ხაბეიშვილი - არასერიოზული, მავნებელი ხალხია, რომლებმაც დაირქვეს „ლიდერი“, „ოპოზიცია“ და გუნგლაობენ ტალახში, საქმის გარდა, ყველაფერ სიგიჟეს არჩევენ, ამიტომ არის თქვენ გარშემო უიმედობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 29 აგვისტო 2025, 16:28

არასერიოზული, მავნებელი ხალხია, რომლებმაც დაირქვეს „ლიდერი“,  „ოპოზიცია“ და გუნგლაობენ ტალახში. საეთერო დროს, ენერგიას, სოციალურ მედიას რაში ხარჯავენ და აცდენენ?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი წერს, „საქმის გარდა, ყველაფერ სიგიჟეს არჩევენ“.

„50 დღე გავიდა და რიჟვაძის მკვლელობის საქმეზე არაფერი ვიცით!!! დილიდან კითხვებს ვსვამ, ივანიშვილს და მის დაჯგუფებას შევუტიოთ, თავი იმართლონ, მეგობარს რომ კლავდნენ!!! – ამ დროს გამოიხედავ და, საქმის გარდა, ყველაფერ სიგიჟეს არჩევენ!!! ეს ენერგია ბიძინას, რეჟიმის წინააღმდეგ მიმართეთ და ნუ აყურებინებთ საზოგადოებას ამ სისულელეებს. ამიტომ არის თქვენ გარშემო უიმედობა!!! ამიტომ არ გჯერათ თქვენც და შემდეგ უკვე თქვენ გარშემო ოპოზიციურად განწყობილ ხალხს, რომ გამარჯვება შესაძლებელია! ან როგორ უნდა დაიჯეროს ხალხმა თქვენი, როდესაც გაურკვეველ, არანორმალურ, არაჯანსაღ გონებაზე მყოფ არსებებს ეძლევა შესაძლებლობა, 2-3 დღე „წაიღოს“ და თავის მოზელილ ტალახში აგორაოს თავის გარშემო ყველა. 13 სექტემბერს აქციაა და ამ აქციაზე აუცილებლად ვიქნები! 4 ოქტომბერს ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის და რევოლუციური ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის და რა დროს 9-იანი, 10-იანი და 18-იანია?! ამიტომ დავწერე რამდენიმე დღის უკან, რომ არ მიაქციოთ ყურადღება იმ ხალხს, თავად რომ დაირქვეს პოლიტიკოსიც და ლიდერიც!!! რეალურად, ხომ ხედავთ, რომ ხალხი ერთიანია!!! ერთ აზრზე და პოზიციაზე!!! უბრალოდ, ამათ სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ მედიაში მეტი „ცნობადობა“ აქვთ და ამიტომ გვახვევენ თავს დაქსაქსულობას, უძლურებას. ხალხში არის აბსოლუტურად სხვა რეალობა!!!! ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს!!! ვინც მოგემსახურებათ, გამოიყენეთ ის ხალხი და ვიაროთ წინ!!! გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და უპირობოდ გავიმარჯვებთ!!!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი