USAUD-ის დახურვაზე: ეს იმ ეპოქის დასასრულია, როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 30 აგვისტო 2025, 14:32

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი USAID-ის დახურვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„USAID ათწლეულების განმავლობაში უბრალოდ „დახმარების სააგენტოს“ კი არა, აშშ-ის გავლენის გლობალური არქიტექტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენდა“, - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ USAID-ის დახურვა არა „რბილის ძალის“ დემონტაჟი, არამედ მისი ტრანსფორმაციაა და ახლა ტრადიციული დიპლომატია მონაცემთა მანიპულირებითა და ციფრულ კონტროლით ჩანაცვლდა, თუმცა შინაარსი იგივე დარჩა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ოფიციალურად იხურება. სტრუქტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში „რბილი ძალის“ ინსტრუმენტს წარმოადგენდა, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესში იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა თავიდანვე დაიწყო საგარეო დახმარების ხარჯების, თითქმის 5 მილიარდი დოლარით შემცირება, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა და რიგი სამშვიდობო მისიების პროგრამების.

USAID ათწლეულების განმავლობაში უბრალოდ „დახმარების სააგენტოს“ კი არა, აშშ-ის გავლენის გლობალური არქიტექტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენდა: არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტებიდან და მულტიკულტურალიზმის ხელშეწყობიდან დაწყებული, მართული კრიზისების შექმნითა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკის „გადატვირთვით“ დამთავრებული.

მაგრამ ინსტრუმენტი გაიცვითა და მოძველდა: მიგრაციული კრიზისისა და რიგ რეგიონში მასშტაბური დესტაბილიზაციის შემდეგ, მისი ეფექტურობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა, ამჟამად საქმე არ ეხება „რბილი ძალის“ იდეის დემონტაჟს, არამედ მისი ფორმის შეცვლას. USAID-ის ზოგიერთი თანამშრომელი უკვე გადავიდა Palantir-ის სახელწოდების მქონე ახალ სტრუქტურებში, ილონ მასკის პროექტებსა და BigTech სექტორის სხვა ორგანიზაციებში.

გლობალური პროცესების მართვა ტრადიციული დიპლომატიიდან მონაცემთა მანიპულირებაზე, ციფრულ კონტროლსა და ხელოვნური ინტელექტის განუსაზღვრელ შესაძლებლობაზე გადადის. USAID-ის დახურვა სოროსის იმპერიის კრიზისთან და ძველი არასამთავრობო ორგანიზაციების ტრანსფორმაციასთან ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

ეს იმ ეპოქის დასასრულია, როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული. ეს ერა მოკვდა და მას ახალი ერა ანაცვლებს: ტექნიკური საინფორმაციო მონაცემების ბანკი, ციფრული კორპორაციები და კერძო პლატფორმები, რომლებიც ახლა პირდაპირ მართავენ საზოგადოებებს. ფორმაა ტრანსფორმირებული, თორემ შინაარსი იგივე რჩება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი