ფოტოზე მარცხნივ გერმანიის ელჩი, მარჯვნივ - ექსტრემისტი აქტივისტი, რომელიც მისთვის არასასურველ პოლიტიკოსს „ბიომასას“ და „მონას“ უწოდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
313 02 სექტემბერი 2025, 15:43

ფოტოზე, მარცხნივ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერია, მარჯვნივ - ექსტრემისტი აქტივისტი ანა ფრიდონაშვილი, რომელიც მისთვის არასასურველ პოლიტიკოსს „ბიომასას“ და „მონას“ უწოდებს“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, თუ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საერთაშორისო სამართალს ლახავს, მოძალადეების ღია მხარდაჭერა და ღირსების შელახვის ნორმალიზება ფუნდამენტურ, ყველასთვის საერთო და სავალდებულო ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ფოტოზე, მარცხნივ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერია, მარჯვნივ - ექსტრემისტი აქტივისტი ანა ფრიდონაშვილი, რომელიც მისთვის არასასურველ პოლიტიკოსს „ბიომასას“ და „მონას“ უწოდებს.
ორივე იარლიყის მიზანი ადამიანის დეჰუმანიზებაა, მისთვის ადამიანური ბუნების წართმევა, უუფლებო, ადამიანური ნიშნის არმქონე „არსებად“ წარმოჩენაა, რათა საკუთარ მიმდევრებს მასზე ძალადობის მორალური ბარიერი მოუხსნან.

მე აღარ განვმარტავ და ტერმინოლოგიურად აღარ დავამძიმებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს, როდესაც გერმანიის ელჩი აქებს და აქეზებს მათ, რომელთა იდეოლოგიაც არასასურველი პირების დეჰუმანიზება და ღირსების აყრაა.

უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საერთაშორისო სამართალს ლახავს, მოძალადეების ღია მხარდაჭერა და ღირსების შელახვის ნორმალიზება ფუნდამენტურ, ყველასთვის საერთო და სავალდებულო ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,’’- წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი