ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის არ არსებობს ოჯახური კავშირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
449 02 სექტემბერი 2025, 21:22

ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი.(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს) ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმედებებზე აბსურდულია და უბრალოდ პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი,- ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აგორებულ კამპანიას “ ქართული ოცნების” მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილ, ოთარ ჩრდილელთან დაკავშირებით.

ჩიხელიძის განცხადებით, „ოთარ ჩრდილელი ამ პროცესში სრულიად უბრალოა, ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ხშირად არ იცავს მინიმალურ ეთიკურ საზღვრებს, პირიქით ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს”.

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ანუკი ჩრდილელი, რასაც ოპოზიციურმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ცდილობენ საზოგადოებას დაუმტკიცონ, თითქოს ეს ფაქტი კავშირშია უშუალოდ ოთარ ჩრდილელის პიროვნებასთან და მის პოლიტიკურ პოზიციასთან.

რეალობა სრულიად განსხვავებულია: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი.(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს) ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმედებებზე აბსურდულია და უბრალოდ პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი.

განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ ანუკის მენტალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა ოპოზიციამ: ანუკი დააჯერეს რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს არ არის დემოკრატიული პროცესის და პოლიტიკის ნაწილი – ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება, რაც ამორალური ფაქტია.

აუცილებელია მკაფიოდ ითქვას: ოთარ ჩრდილელი ამ პროცესში სრულიად უბრალოა, ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ხშირად არ იცავს მინიმალურ ეთიკურ საზღვრებს, პირიქით ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ეს კი საბოლოოდ აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთლიან დემოკრატიულ პროცესს.”- წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი