მამუკა მდინარაძის ინიციატივა უსაფრთხოების სამსახურისთვის სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნის შესახებ არა უბრალოდ საჭირო, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოსთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
431 03 სექტემბერი 2025, 15:18
მამუკა მდინარაძის ინიციატივა უსაფრთხოების სამსახურისთვის სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნის შესახებ არა უბრალოდ საჭირო, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ყველა ძლიერი სპეცსამსახურის უკან, კვალიფიციური და ეროვნული სასწავლო დაწესებულება დგას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს სჭირდება მტკიცე სახელმწიფო ინსტიტუტები, სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნა ნიშნავს არა მხოლოდ უსაფრთხოების გაძლიერებას, არამედ  სუვერენიტეტის დაცვის ახალ სიმტკიცეს.

„მამუკა მდინარაძის ინიციატივა უსაფრთხოების სამსახურისთვის სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნის შესახებ არა უბრალოდ საჭირო, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ყველა ძლიერი სპეცსამსახურის უკან, კვალიფიციური და ეროვნული სასწავლო დაწესებულება დგას.
 • აშშ-ში მოქმედებს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (National Defense University) და CIA-ს აკადემია, სადაც უშიშროებისა და დაზვერვის ოფიცრები გადიან სპეციალურ მომზადებას.

 • დიდი ბრიტანეთი მნიშვნელობას ანიჭებს უშიშროების სასწავლო ცენტრებს, რომლებიც მომავალი ოფიცრების პროფესიულ მზადებას უზრუნველყოფს.

 • ისრაელში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ უსაფრთხოების გარემოშია, უსაფრთხოების აკადემია და სპეციალიზებული სასწავლებლები არის სახელმწიფოს დაცვის სისტემის ბირთვი.

წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას პროფესიონალთა სათანადო მომზადების გარეშე. 

დღეს, როდესაც საქართველოს სჭირდება მტკიცე სახელმწიფო ინსტიტუტები, სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნა ნიშნავს არა მხოლოდ უსაფრთხოების გაძლიერებას, არამედ  სუვერენიტეტის დაცვის ახალ სიმტკიცეს.
ეს არის ბრძოლა ძლიერი საქართველოსთვის – და ამ ბრძოლაში ასეთი ინიციატივები უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ერთობის საფუძველი!“ - წერს ქადაგიძე.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი