დავით ქართველიშვილი რადიკალებს: სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ, დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
315 03 სექტემბერი 2025, 23:02

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რადიკალების მიერ აქციაზე ბექა ოდიშარიასადმი შეძახილს: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს.“

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ამორალური ნაწილი დგას ოპოზიციის მხარეს.

„ესენი არიან - გაუკუღმართებულ წარმოსახვებში ვაზაგაშვილის მამის, შვილის საფლავზე აფეთქების გეგმა თავში რომ ებადებათ. მათ - შიგევროპელები ჰქვია. ესენი არიან - პარლამენტში რომ დამდევდნენ და მიცვალებული შვილის „სახელით“ სინდისს რომ მიწუნებდნენ. მათ - მედასავლეთელებს უწოდებენ. ესენი არიან - „ოდიშარია, კიბო გაქვს და მაინც მოკვდები მალე“. აი, ამის სათქმელად რომ გამოხვალ ქუჩაში, მთელი საღამო შენს „მსხვერპლს“ ამ შეძახილის გამო რომ დაელოდები. ესენი განასახიერებენ დღეს „ევროპას“ საქართველოში. ამათ შეაზიზღეს ნორმალურ ადამიანს - „პროგრესული“ ფასეულობები. ამათი დანახვის სურვილი რომ აღარ გიჩნდება - ნორმალურ ადამიანს. ამათი შემყურე რომ გებადება ამ წუთისოფლის წესიერად დასრულების სურვილი - ზეციურ საქართველოში მაინც რომ აცდე ამათთან ერთად ნანატრ უსასრულობას. ქრისტეს ჯვარმცმელების თვითწყევლა გახსენდება პილატეს რეზიდენციაში: „სისხლი მისი ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე!“ თქვენც არ აგცდებათ ეს ყოველივე - გამორიცხულია. მუშაობს ბუმერანგის პრინციპი. და თქვენთან შედარებით - ყოველი შვილგარდაცვლილი მამა, თუ დასნეულებული ძმა - ბედნიერია, თუკი ის ქრისტეშია. რამეთუ - ჩვენ უსასრულობაში გადარჩენის იმედი მაინც გვაქვს. თქვენ კი - სიცოცხლეშივე ყარხართ და ლპებით, რამეთუ დიდი ხანია მკვდრები ხართ და გარდაცვალებას ვერ ეღირსებით...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი