სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ის რეჟიმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 03 სექტემბერი 2025, 23:35

ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ის რეჟიმი,- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, როგორც წვეთ წყალში ირეკლება ოკეანე, ისე ირეკლება ამ დასკვნაშიც ის საშინელება, რომელსაც ის რეჟიმი ჩადიოდა.

„ეს უკვე აღარ არის კომისიის დასკვნა, ეს არის საქართველოს პარლამენტის დასკვნა, რომელიც ძალიან სერიოზული დოკუმენტია. გუშინაც ვთქვი პარლამენტში და დღესაც გავიმეორებ, ეს არის აისბერგის წვერი, უბრალოდ აისბერგის ხილული ნაწილი კი არა, ხილული ნაწილის წვერი, იმდენად ცოტაა იმ საშინელებებთან შედარებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკეთებდა ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს. როგორც წვეთ წყალში ირეკლება ოკეანე, ისე ირეკლება ამ დასკვნაშიც ის საშინელება, რომელსაც ის რეჟიმი ჩადიოდა. დანაშაულები მრავალი მიმართულებით, რასაც 9 წლის განმავლობაში ჩადიოდნენ და რასაც დღესაც აგრძელებენ, როდესაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეა საუბარი.

ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ის რეჟიმი. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში, იმედი მაქვს, როდესაც ოქტომბრამდე მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, ეს სარჩელი შევა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, როგორც პოლიტიკური მოვლენა, როგორც პარტია, მასთან ერთად მისი სატელიტი პარტიები გაასამართლოს, რათა მათ აეკრძალოთ ქართული სახელმწიფოს ნგრევა და ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი