დავით ქართველიშვილი: აშშ-ის მმართველობის სისტემა არაა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები, არამედ მდგრადი ქსელია - მისი „გატეხა", „დამარცხების" მცდელობა ყოველთვის მთავრდება მმართველ ბერკეტებზე წვდომის ხელახალი განაწილებით, არა განადგურებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 04 სექტემბერი 2025, 12:16
მივესალმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ ეპისტოლარულ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე და სადაა გამიჯნული მწარე რეალობა და სახიფათო ილუზიები. საუბარი მიდის დონალდ ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებაზე - "დაამარცხოს" deep state. სისტემის „დამარცხება“, როცა თავად ხარ მისი მწვერვალი, შეუძლებელია: საკადრო-ბიუროკრატიული ბირთვი (deep state) ადაპტირებადია, ის არ ინგრევა - შესაძლებელია მხოლოდ მისი რებრენდინგი, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარი მართვის კონტურებში რთავს.
"ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა", ბრძანებს მათეს სახარება. რიტორიკა სისტემის „დემონტაჟზე“ ემსახურება მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზაციას და უფლებამოსილებების ხელახალ განაწილებას, და არა „დიფ სთეითის" ლიკვიდაციას. ვაშინგტონის გეოპოლიტიკური დიდი სვლა - რესურსის დახარჯვა არა ღია „ომზე დიფ სთეიტთან“ შიგნით, არამედ გარე კავშირების გაფართოება: ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში - კონკურენტების შესაკავებლად და ლოგისტიკისა და მინერალების გადანაწილებისთვის.
საქართველოს შემთხვევაში, თეთრი სახლის საჯარო „დუმილი“ ჩვენთან აღიქმება, როგორც დემონსტრაციული დისტანცირება. ამაზე პირდაპირ წერია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში დონალდ ტრამპისადმი: „თქვენი ადმინისტრაცია სათანადო ყურადღებას არ აქცევს საქართველოს… მის ნაცვლად საქართველოში მოქმედებს „deep state” USAID/NED-ისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით“. ამავდროულად, აშშ-ში იხვეწება საქართველოზე ხისტი ზეწოლის ინსტრუმენტები (MEGOBARI Act სანქციური „შერჩევითი სელექციურობით“ კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ) - ეს კი ქმნის ახალ ფონს საქართველოზე გარე და შიდა ზეწოლის შემდგომი გაძლიერებისთვის.
მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლით, პროგნოზი ფრთხილი და შესაძლოა, არა დამაიმედებელია: შეტევები და მცდელობები „გატეხონ“ საქართველოს სუვერენიტეტი მომდევნო თვეებში მხოლოდ გაძლიერდება - „რეფორმების“ აუცილებლობის, „ადამიანის უფლებების“ დაცვის, „ლოგისტიკური მოდერნიზაციის“ და „სამშვიდობო ინიციატივების“ დროშის ქვეშ სამხრეთ კავკასიაში, სადაც ვაშინგტონი აქტიურად აწყობს საკუთარი გავლენის რეკონსტრუირებას.
აშშ-ის მმართველობის სისტემა - ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები, არამედ მდგრადი ქსელია: კადრები, ინსტიტუტები, ბიუჯეტური ნაკადები, კონტრაქტორები, არასამთავრობო გამტარები და მედიაპლატფორმები. მისი „გატეხის“ თუ „დამარცხების" მცდელობა ზემოდან ყოველთვის მთავრდება მმართველ ბერკეტებზე წვდომის ხელახალი განაწილებით და არა მათი განადგურებით.
რეინკარნირებულ ბიბლიურ „გოლიათთან" ბრძოლას დღეს იგივე ყმაწვილი დავითი" თუ შეძლებს, რომელსაც სუვერენული, იდენტური, ტრადიციული და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული საქართველო წარმოადგენს - ასეთი ოპონენტი კი დღეს „გოლიათის" მოქმედი მმართველი „ოპერატორის", ტრამპისთვისაც, უხერხული და სახიფათოა. ამიტომ ჩვენი დასუსტების, "გაროზგვის" და დამონების პოლიტიკა დიდი ალბათობით გაგრძელდება. ცვლის თუ არა ეს ჩვენი გადარჩენის და გაძლიერების გზაზე რამეს? არაფერს!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი