ვილი სანიოლი დისკვალიფიკაციის გამო 7 სექტემბერს ბულგარეთთან მატჩს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 05 სექტემბერი 2025, 07:18

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 7 სექტემბერს ბულგარეთთან გასამართ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე არ იქნება.

ფრანგ სპეციალისტს თურქეთთან მატჩის (2:3) მსვლელობისას იტალიელმა მსაჯ დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა – შედეგად, სანიოლი ერთ თამაშს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში შინ ბულგარეთს მიიღებს – მატჩი 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი