ედიშერ გვენეტაძე სუს-ის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დაკავებაზე: დაიწყო მამუკა მდინარაძემ! მხარდაჭერა და თანადგომა მას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
304 05 სექტემბერი 2025, 20:46

დაიწყო მამუკა მდინარაძემ! ხალხნო! დღეს „გაბაწრეს“ ქართული მიწის უცხოელზე გამყიდველი, - ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სუს-ის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დაკავების ფაქტს.

ედიშერ გვენეტაძე მხარდაჭერას უცხადებს მამუკა მდინარაძეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში.

„დაიწყო მამუკა მდინარაძემ! ხალხნო!
დღეს გაბაწრეს ქართული მიწის უცხოელზე გამყიდველი. და იცით ვინ? ბედის ირონიით ეს ავაზაკი იმ მიწა-წყლის ვიცე-გუბერნატორი აღმოჩნდა, რომლის წარმომადგენელმა 300 არაგველმა ერთხმად, სამშობლოს ერთ დაძახებაზე, ქართული მიწის დაცვისათვის ერთი ამოსუნთქვით, ბრძოლაში შესვლის წინ მუჭით შეჭმული ქართული მიწით მიიღეს ზიარება, ისე გმირულად შეაკვდნენ მტერს, რომ არც ერთი მათგანის სახელი არ ვიცით და გადაინაცვლეს უკვდავებაში.

ეს ნაძირალა კი, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება, დოლარებზე ყიდის 300 არაგველისა და უამრავი სხვა უსახელო ვაჟკაცის მიერ საუკუნეთა მანძილზე სისხლით გაპოხიერებულ ქართულ მიწას.

ასეთების ფეხქვეშ ქართული მიწა იწვის. ყველა მათგანმა უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი.

მხარდაჭერა და თანადგომა მამუკა მდინარაძეს მამულიშვილურ, ქვეყნიდ ეროვნული ინტერესების დაცვაში“, - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი