ნოდარ ალაფიშვილი ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 06 სექტემბერი 2025, 19:33

სლოვაკეთში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ნოდარ ალაფიშვილმა (-100 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონელი მარჩინ მაცაკი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ივან ტიტინკინი და ხორვატიელი ბორნა ბუტიხერი დაამარცხა, ნახევარფინალი კი სერბ მილან ბულახასთან დათმო.

მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა (-90 კგ).

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი