საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 07 სექტემბერი 2025, 17:01

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთან მართავს.

მატჩი თბილისში, "დინამო" არენაზე მიმდინარეობს.

ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიაა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა თურქეთთან ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.

ჯამში 6 -ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი