135
07 სექტემბერი 2025, 18:03
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე შეხვედრას ბულგარეთის წინააღმდეგ თბილისში ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი მეტოქეს ამარცხებს – 2:0.
მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ზუსტად დაარტყა.
უპირატესობა ორამდე ნიკა გაგნიძემ გაზარდა – მან გოლი 44-ე წუთზე გაიტანა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |