67
10 სექტემბერი 2025, 19:49
საფრანგეთის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სტრასბურგის პოლიცია დემონსტრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ მსვლელობაში ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.
„სიფრთხილე! ნიღბიანმა პირებმა მსვლელობის თავში შეაღწიეს“, - ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.
პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, გამოეყონ იმ ადამიანებს, რომელთა მიზანიც პროტესტი არ არის.
„გამოეყავით იმ პირებს, რომლებიც სხვა მიზნით არიან მოსული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |