მოწოდების სიმაღლეზე მყოფმა ჩვენმა სამართალდამცველებმა მორიგი ტერაქტი/დივერსია აღკვეთეს, საქმეში ფიგურირებენ უკრაინელები, საკითხავია უმძიმეს დანაშაულზე საიდანაა დაკვეთა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 11 სექტემბერი 2025, 17:13

მოწოდების სიმაღლეზე მყოფმა ჩვენმა სამართალდამცველებმა მორიგი ტერაქტი/დივერსია აღკვეთეს, საქმეში ფიგურირებენ უკრაინელები, საკითხავია უმძიმეს დანაშაულზე საიდანაა დაკვეთა? „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ინსპირირებულ დესტრუქციულ სიგიჟეში აღარაფერია უჩვეულო. სადაც 2022 წელს უკრაინელების მონაწილეობით ააფეთქეს გერმანიაში მიმავალი „ჩრდილოეთის ნაკადის-2“ - ის გაზსადენი, საქართველოში არეულობის მიზნით, 2.4 კგ მძლავრი „ჰექსოგენის“ შემოტანა, შემაშფოთებელია - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სუს -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, მძღოლ მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა. მას განუმარტეს, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ნივთიერება სხვა პირისთვის უნდა გადაეცეს.

„მოწოდების სიმაღლეზე მყოფმა ჩვენმა სამართალდამცველებმა მორიგი ტერაქტი/დივერსია აღკვეთეს, საქმეში ფიგურირებენ უკრაინელები, საკითხავია უმძიმეს დანაშაულზე საიდანაა დაკვეთა?
„გლობალური ომის პარტიის“ მიერ ინსპირირებულ დესტრუქციულ სიგიჟეში აღარაფერია უჩვეულო. სადაც 2022 წელს უკრაინელების მონაწილეობით ააფეთქეს გერმანიაში მიმავალი „ჩრდილოეთის ნაკადის-2“-ის გაზსადენი, საქართველოში არეულობის მიზნით, 2.4 კგ მძლავრი „ჰექსოგენის“ შემოტანა, შემაშფოთებელია.

„10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო მანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებას.

გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი