ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
294 11 სექტემბერი 2025, 17:17

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა ვამახვილებდი ყურადღებას - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.

ანალიტიკოსის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების უკრაინაში დეპორტაცია.

„კარგად დაიწყო მამუკა მდინარაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა ვამახვილებდი ყურადღებას.

ეხლა რევერანსების დრო წავიდა. ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა.

შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების ( აქ რომ გრიალებენ) უკრაინაში დეპორტაცია. ამით მაინც შევუვსებთ ჯარის დეფიციტს,“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი