რომ არა სუს-ის გამართული მუშაობა - გინდ გარედან, გინდ შიგნიდან - აკაცუკები მიაღწევდნენ მათთვის უცხო სამშობლოში ნანატრ სისხლის ღვრას და ქაოსს, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არა მგონია შემთხვევითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 11 სექტემბერი 2025, 17:24

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უწყებამ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.

ქართველიშვილს ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არ ჰგონია შემთხვევითი.

„მერამდენედ შემოდის საქართველოში უკრაინული ნომრებით ავტოტრანსპორტი, რომელშიც ტერორისტული მიზნებისთვის განკუთვნილი ნივთიერება/მოწყობილობაა მოთავსებული: ნაწილი რუსეთში, ნაწილი - ჩვენთან განსახორციელებელი ტერორისტული აქტების მოსაწყობად. რუსეთში - იმ მიზნით, რომ მოსკოვის საპასუხო ზომების პროვოცირება მოახდინონ თბილისის წინააღმდეგ, და ამით სანუკვარ "მეორე ფრონტს" ჩაუყარონ საფუძველი.

რომ არა სუს-ის გამართული მუშაობა - გინდ გარედან, გინდ შიგნიდან - აკაცუკები მიაღწევდნენ მათთვის უცხო სამშობლოში ნანატრ სისხლის ღვრას და ქაოსს, ძველი შიგევროპული პრინციპიდან გამომდინარე: „ჩვენს შემდეგ, დაე - წარღვნას ჰქონდეს ადგილი“. ამ პრინციპის ერთ-ერთი პოპულარიზატორის და ომის პარტიის „მოდერატორის“ - ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არა მგონია შემთხვევითი. დეტალები ჯერ არ ვიცით, და შესაძლია ვცდებოდე, მაგრამ სასიკვდილო უკრაინული ჰექსოგენის მიმღებ მხარეში - რატომღაც სწორედ Lee van der Khabe მეგულება.

ამ ყველაფრის ფონზე კი აქ მცხოვრებ 27 ათასს უკრაინელს, უფრო სწორედ, მათ ბრძოლისუნარიან მამრებს მივმართავ საკმაოდ პატრიოტული პლაკატებით. სხვა ნამუსიანი ერი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მიმდინარე ომს სხვა ქვეყანაში აფარებს თავს და ამ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ყველა ტიპის მატერიალური და სოციალური პრივილეგიებით სარგებლობს - ერთხელ მაინც გამოვიდოდა ქუჩაში საკუთარი ხელისუფლების მისამართით მოწოდებებით: „ხელები შორს საქართველოსგან!“. ამის მაგივრად, პერიოდულად ნაცების ორგანიზებულ „მაიდანებში“ იღებენ მონაწილეობას და ჩვენი ფიზიკური განადგურების მსურველებსაც არ გამოვრიცხავ მათ რიგებში. ამიტომაც - Усі на фронт!“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი