საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ - უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 12 სექტემბერი 2025, 16:48

ქართველმა სპეცსამსახურებმა გუშინ მორიგი გმირობა ჩაიდინეს და საქართველოს მორიგი უბედურება ააცილეს თავს. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლს გადასცა უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა, რომელმაც მძღოლს უნდა მიეტანა იგი ავლაბარში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, დანიშნულების ადგილას - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეს.

მისივე თქმით, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ - უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე.

„ქართველმა სპეცსამსახურებმა გუშინ მორიგი გმირობა ჩაიდინეს და საქართველოს მორიგი უბედურება ააცილეს თავს. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლს გადასცა უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელმა, რომელმაც მძღოლს უნდა მიეტანა იგი ავლაბარში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, დანიშნულების ადგილას. როგორც ქართველი სამართალდამცავები ფართო საზოგადოებას აცნობენ, გამოძიების პროცესში შესაძლოა გამოიკვეთოს კავშირი გუშინ ამოღებულ ასაფეთქებელ ნივთიერებასა და რევოლუციონერ ხაბე - პატიკოს მიერ ფართოდ აფიშირებულ ხელისუფლების „მშვიდობიან“ დამხობას შორის. ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინიდან წარმოებული ასეთი დონის ოპერაცია და ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყნის სახელისუფლებლო ხროვა უაღრესად მტრულად არის განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, შემთხვევით არ ხდება. მას კონკრეტული ადრესატი და მიზანი გააჩნია. ამიტომაც ვფიქრობ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი უკრაინის ხელისუფლების მორიგ მცდელობის შესახებ - უკრაინული „ჰექსოგენით“ საქართველოში „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოწყობის მცდელობის თაობაზე. ხაბეპატიკო, თინიკო, გუბაზას ბურვაკო „ი პროჩე, ი პროჩე“ ვითომდაც სიტყვით „მშვიდობიანო“ მეამბოხეებო, როგორ ვთქვა, მაგრამ ისე არ მოგივიდეთ, როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი: „ღვინის ქურდები ლამდევზე წაასწრესო“, - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი