მიხეილ სააკაშვილი - მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან და მასობრივად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
337 12 სექტემბერი 2025, 18:44

მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან და მასობრივად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხილება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2021 წელს მივატოვე ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც ძალიან დაფასებული ვიყავი.

სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვედი, რადგან მიმაჩნდა, რომ ამორალური იქნებოდა უცხოეთიდან ჩემი მოწოდებები ბრძოლისკენ მაშინ, როცა ეს ბრძოლა სულ უფრო სარისკო გახდა.

მე გადავწყვიტე, საკუთარი ტყავი შემეგდო თამაშში, ისევე როგორც ახლა საკუთარი ტყავი შეაგდო ხაბემ.

მე მაშინ ასფალტზე მათრიეს, მომწამლეს, მუდმივად ახალ-ახალ „სასჯელებს“ მისჯიან.

მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან (სხვათა შორის, ჩემი ნიკუშა ცხოვრობს ახლა ნეპალში) და მასობრივად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები. შევისწავლოთ მათი ოჯახების და საყვარლების სოციალური ქსელები, სადაც ისინი მუდმივად ახდენენ თავიანთი ძვირად ღირებული აქსესუარების დემონსტრირებას, გვახარბებენ თავიანთ მდიდრულ უცხოურ ვოიაჟებს. გავაშიშვლოთ ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის თვალში ივანიშვილის დამქაშების ფუფუნება და თავგასულობა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხილება.

ერთად მაგრად უნდა დავდგეთ და გავიმარჯვებთ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი