ქეთი თოლორაია: რუსი არტისტები ინსტაგრამზე გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან. ერთადერთი ვისაც რუსული სისტემა ვერ მოერია, არის ხოშტარია და მისი უფლება მიიღოს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
366 16 სექტემბერი 2025, 13:40

რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები, - წერს ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ერთადერთი, ვისაც რუსული ავტორიტარული სისტემა ვერ მოერია, ელენე ხოშტარიაა და ის კვლავაც იღებს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარს.

„რუსეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც არ არსებობს ხელშეუხებელი ან აბსოლუტური უფლება. ნებისმიერი ღვაწლის, გავლენის და ძალის ადამიანს შეიძლება ჩამოართვან ქონება, ჯილდოები, აუკრძალონ ქვეყნის დატოვება ან შემოსვლა. განსაკუთრებით, ეს ყველაფერი გამძაფრდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ომის დაწყების დღიდან. რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები. დასაჯეს ისინიც კი, ვინც უკრაინაში შეჭრას კი არ გმობდა, უბრალოდ იძახდა რომ ომი ცუდია. ერთადერთი ვისაც რუსული ავტორიტარული სისტემა ვერ მოერია და ვერ გადაახტა არის ელენე ხოშტარია და მისი უფლება მიიღოს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარი. ამ ადამიანმა, რომელიც თავდაუღალავად ებრძვის რუსულ რეჟიმს საქართველოში და ყოველ დღე აახლოებს პუტინის აღსასრულს, შეუძლებელი შეძლო და საუკუნეების ნაშენები ავტორიტარიზმი ჩიხში მოამწყვდია. ყოჩაღ ელენე!" - წერს თოლორაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი