რადიკალებს რევოლუციის „თეთრი ფული“ გაუქრათ და დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუს-მა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა - იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 16 სექტემბერი 2025, 21:15

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უწყებამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„მას შემდეგ, რაც აქაურ NGO-ებს ხელისუფლებამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობა მოსთხოვა - ყველა მათგანმა უარი თქვა თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებაზე. ზოგი დაიხურა, ზოგმა რეგისტრაცია ქვეყნიდან გაიტანა და ა.შ... ერთი სიტყვით, რადიკალებს რევოლუციის „თეთრი ფული“ გაუქრათ და დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუს-მა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა და კარგია, რომ სპეცსამსახურები ფხიზლად არიან“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი