ვიღაც რომ უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 16 სექტემბერი 2025, 22:07
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურის მიერ  უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “მიზანი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა”.

მისივე თქმით, “ამ შეცვლის ავტორები უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონრები არიან”. 

ნიკოლეიშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება.

“ვიღაც, რომ დიდი, უფრო სწორად უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს,  ბევრი ფიქრი არ უნდა იმას რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, დესტაბილიზაცია,  გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა. ამ შეცვლის ავტორები კი უდავოდ ის დაუძინებელი უცხოელი „მეგობრები“ და ძველი თუ ახლად გამოჩეკილი ოპოზიციონრები არიან, რომლებმაც მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ეს ვერ მოახერხეს. რატომღაც ფიქრობენ, რომ დიდი ფულისა, „დამკრიშველების“ თუ  აქაური აგენტურის მეშვეობით არეულობა თავის გაგრძელებებით შესაძლებელი იქნება. გ ეს სცენარი, შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების წყალობით ჩავარდა,  დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სხვა მცდელობებიც კრახით დასრულდება. მანამდე კი გამოძიება კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს არეულობის მოსურნეები თუ ორგანიზატორებიც, ადგილობრივიც და უცხოელიც აუცილებლად გამომჟღავნდებიან.”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი