ზოგიერთმა ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ, პაატა ბურჭულაძის მხრებიდან 5 ოქტომბრის დილას დროშა იქნება მოსახსნელი და ამავე მხრებზე უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 17 სექტემბერი 2025, 11:46

ზოგიერთმა ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, 5 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძეს მხრებიდან დროშა ექნება მოსახსნელი და მოსარგები ის „რუბაშკა“, რომელსაც უკუღმა აცმევენ.

„მერე ნახავთ, რა მოგივათ ყველას..“ ლა, ლა, გვითხარით, არ დაგვიმალოთ. რა საყვარელია, ეს თურმე უტვინო. ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ. ზოგი სასტიკად ბოროტდება და სატვირთო მანქანაზე იწყებს ჭყავილს (მაგ. ანიტა რაჭველიშვილი), ზოგი პოლიტიკაში ერთვება, მაგრამ რაკი პოლიტიკის ნოტები არ იცის, უბედურდება, საწყლდება, დაატარებს ქართულ დროშას მოსკოვში ნაყიდი „ადიალასავით“ და ასე შეურაცხყოფს იმას, რისთვისაც თითქოს იბრძვის (მაგ. ოქტომბრელი პაატა ბურჭულაძე), ან კიდევ ხდება აგრესიული და იწყევლება თავწაკრული დედაკაცივით (მაგ. მზია ნიორაძე) და ა.შ. მოკლედ, ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ზოგიერთმა. ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე“, – დაწერა თეა წულუკიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი