პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 18 სექტემბერი 2025, 20:40

ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპა მიიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე და მძიმე ტენდენციებამდე, მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპა ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მათ შორის კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც 70-წლიანი უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე შეიქმნა ევროპის მასშტაბით, მაგრამ ტენდენციები არის უკიდურესად შემაშფოთებელი.

მთავრობის მეთაურის თქმით,

ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან მაგალითად, როგორიც არის საქართველო.

„ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 2008 წელს 30 პროცენტი და ეს წილი ჩამოსულია 17 პროცენტამდე. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა და ასეთი მძიმე ტენდენციები გაქვს, უნდა იყო გადართული როგორც საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე, ასევე ურთიერთობების მაქსიმალურად განვითარებაზე, თუმცა ამ ფონზე ვხედავთ, რომ ისინი არათუ ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებას ცდილობენ, არამედ ისინი პირიქით ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან მაგალითად, როგორიც არის საქართველო. ეს არ შედის ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებში და აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების კარნახით და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით.

ევროპული ბიუროკრატია არის თვისებრივად გარე ძალების გავლენის ქვეშ, ეს არის „დიფ სთეითი". „დიფ სთეითის" გავლენები შესუსტდა აშშ-ში, მაგრამ აქცენტები გადმოვიდა ევროკავშირში და ამის გაგრძელებაა თუნდაც ის, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ეს მიდგომები შეიცვლება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას არსაუბარს, ეს არის სრულიად საბჭოური მიდგომები, რაც უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი