ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 18 სექტემბერი 2025, 22:30

პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის, - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა დავითულიანმა „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

„როდესაც გყავს ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ღიად და ცალსახად აცხადებენ, რომ არეულობის ინსცენირება უნდათ და ხელშეწყობა, ამის რისკი ყოველთვის რჩება. პრევენცია არის რომ იმუშაონ სამართალდამცავებმა და მეორეს მხრივ, მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა. იმ შედეგზე, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეიცვლება, ეს ხალხი ვერ გავა, რადგან პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის“, - აღნიშნა დავითულიანმა.

სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.

ასევე, სუს-ის ინფორმციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შესაძლოა, საქართველოში „ჰექსოგენის" შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი