ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 19 სექტემბერი 2025, 16:21

საქართველოს მთავრობა რჩება სრულიად ღია და ერთგული, იმუშაოს თავის პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ადასტურებს ეუთო-ს ვალდებულებებისადმი ერთგულებას.

„ნება მომეცით, გამოვეხმაურო გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, ვოლკერ ტურკის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს, რომ „გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტურია, მაგრამ იგი არ იცავს მათ, ვინც იყენებს გამოხატვას ძალადობისა და სიძულვილის გასაღვივებლად. სულ უფრო მეტი ლიდერი ახდენს გამოხატვის თავისუფლების ინსტრუმენტალიზაციას, რათა დაფარონ საკუთარი ხმები მაშინ, როცა აჩუმებენ მათ, ვინც ეწინააღმდეგება. ეს უნდა დასრულდეს, ყველგან და ყოველთვის.“ ასევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების ბირთვია, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პოლიციელების შეურაცხოფას, რომლებიც საკუთარ საქმეს ასრულებენ“. საქართველოს მთავრობა რჩება სრულიად ღია და ერთგული, იმუშაოს თავის პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული თანამშრომლობა. აქვე, მსურს, დავადასტურო ეუთო-ს ვალდებულებებისადმი ჩვენი ერთგულება, ისევე, როგორც ჩვენი შეუქცევადი გზა ევროპული ინტეგრაციისაკენ, რაც მტკიცედ რჩება და განსაზღვრავს ჩვენს მომავალ კურსს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი