ლეღვთახევში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 19 სექტემბერი 2025, 21:13

აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ტურისტულ ზონაში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა.

გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია მაქსიმალურად უსაფრთხოა, როგორც ვიზიტორებისთვის, ისე მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურისთვის.

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ლეღვთახევი სრულად რეაბილიტირდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, გვქონდა ქვათაცვენის შემთხვევები. აქ ბევრი ტურისტი მოდის, ქართველებიც ხშირად სტუმრობენ ლეღვთახევს. ამიტომ, პირველ რიგში, გვერდით არსებული ფერდები გამაგრდა და უსაფრთხოების მიზნით, მოეწყო დამჭერი ბადეები. გარდა ამისა, განახლდა გადასასვლელი ხიდები და მოეწყო განათებები. მიხარია, რომ სივრცე მთლიანად რეაბილიტირებულია და სასიამოვნო გარემოა“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობებზე გეოდინამიკური პროცესების წარმოშობა/გააქტიურების მაღალი რისკი არსებობდა, რის გამოც მოსალოდნელი იყო, როგორც ცალკეული ლოდების დროდადრო ჩამოცვენა, ისე დიდი მოცულობის კლდოვანი მასივის მყისიერად ჩამოშლა, რაც საშიშროებას წარმოადგენდა ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.

მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო იყო ხეობაში გამაგრების ღონისძიებების ჩატარება. შესაბამისი სამუშაოები საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა აწარმოვა. კვლევისა და პროექტირების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტებიც, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს უწევდნენ მიმდინარე სამუშაოებს.

გარდა ამისა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა რეაბილიტაცია ჩაუტარა ტერიტორიაზე არსებულ ხიდებს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კი გარე განათების ახალი ქსელი მოაწყო. ასევე, სივრცის კეთილმოწყობისა და ვიზიტორთათვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, დამონტაჟდა სკამები და ურნები.

ლეღვთახევში, კახა კალაძესთან ერთად, ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინა დანელია, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი