თუ კუპრაძე გახდება მერი, მეორე დღეს იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 23 სექტემბერი 2025, 11:15

თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან, - განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ელისაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, მოქალაქეები სხვა საქართველოში გაიღვიძებენ.

„მივიდეთ ამ არჩევნებზე, არ შემოვხაზოთ ეს კალაძე, დავუდოთ მეორე ტური. მინდა, ყველას ვკითხო. ყველას პატივისცემას ვუდასტურებ, ვისაც უნდა მათი დამარცხება. უბრალოდ მე მინდა გკითხოთ, თეორიების დაშვებით ვილაპარაკოთ, თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან. მოდით, დაშვებები გავაკეთოთ, არ გვინდა მარტო ლანძღვა, ამდენი ხანი ხომ მლანძღავთ, არა? ვინც მლანძავს, კიდევ ვიტყვი, გამოვიდეს და მითხრას, ჩემზე მეტი თუ აქვს გაკეთებული. ვინც ჩემზე მეტი გააკეთა, ვენაცვალე ჯიგარში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი