უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა პირვანდელი სახით - ვინ იცის, იქნებ უფრო შორსაც წავიდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 23 სექტემბერი 2025, 23:23
უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა პირვანდელი სახით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„უკრაინისა და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის სრულად გაცნობისა და გააზრების, ასევე იმ ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ, რასაც ეს ომი რუსეთს უქმნის, ვფიქრობ, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა პირვანდელი სახით. დროის, მოთმინების, ევროპის და, განსაკუთრებით, ნატოს ფინანსური მხარდაჭერით, იმ თავდაპირველი საზღვრების დაბრუნება, საიდანაც ეს ომი დაიწყო, სავსებით რეალური ვარიანტია. რატომაც არა? რუსეთი უმიზნოდ იბრძვის უკვე სამნახევარი წელია - ომი, რომლის მოგებასაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. პირიქით, ეს მას „ქაღალდის ვეფხვს“ ამსგავსებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„როდესაც მოსკოვში და მთელი რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში, დაბებსა და რაიონებში მცხოვრები ხალხი გაიგებს, რა ხდება სინამდვილეში ამ ომთან დაკავშირებით, იმ ფაქტს, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია ბენზინის მიღება იმ გრძელი რიგების გამო, რომლებიც დგება, და ყველა იმ სხვა მოვლენის შესახებ, რაც მათ ომის ეკონომიკაში ხდება, სადაც მათი ფულის უმეტესი ნაწილი უკრაინასთან ბრძოლაზე იხარჯება, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს დაიბრუნოს თავისი ქვეყანა თავდაპირველი ფორმით და, ვინ იცის, იქნებ უფრო შორსაც წავიდეს! პუტინს და რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ და ეს არის დრო, როცა უკრაინამ უნდა იმოქმედოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას ნატოსთვის, რათა მათ ისე გამოიყენონ, როგორც თავად სურთ“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი