ევრობიუროკრატების წარმომადგენლობა საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 23 სექტემბერი 2025, 23:53

ერთადერთი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ვერ ლაგდება ურთიერთობები ევრობიუროკრატებთან. უკრაინაში სანამ ომი დაიწყებოდა, იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ჩვენზე ზეწოლა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც საქართველომ უკრაინისთვის არ გააკეთა არის „ომში ჩაბმა“, რომელიც არის პროქსი ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის. მისივე თქმით, უკრაინა მარიონეტ სახელმწიფოდ გამოიყენეს, „ქართულმა ოცნებამ“ კი გარე ძალებს საქართველოში იგივეს გაკეთების საშუალება არ მისცა.

„სწორედ ამიტომ სურთ რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ ის აგენტები, რომელთა „რებრენდიგსაც აწარმოებენ, ვინაიდან ისინი მათ დაკვეთას ნებისმიერ დროს შეასრულებენ, სულ რომ დღის წესრიგი შეიცვალოს და სხვა ტიპის დაკვეთა დასჭირდეთ დიდი გეოპოლიტიკური თამაშისთვის. იციან, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე საქართველოში მომუშავე დიპლომატების ნაწილი რადიკალიზმის წახალისებაში დაადანაშაულა და მაგალითად ევროკავშირისა და გერმანიის ელჩების და საფრანგეთის ყოფილი ელჩის ქმედებები და განცხადებები მოიყვანა.

„პირდაპირ აქეზებენ ძალადობას, ხმას არ იღებენ, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან პოლიციელს, ხმას არ იღებენ, როდესაც პიროტექნიკას ესვრიან პოლიციელს, ამბობენ, რომ თურმე ქალბატონი მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და ბოლოს, როგორც იქნა გერმანიის ელჩმა, ბატონმა ფიშერმა თქვა, ჩვენს ქვეყანაში რომ მომხდარიყო ანალოგიური ფაქტი, ასეთი ადამიანი მოიხდიდა სასჯელსო, მაგრამ მე გადავწყვეტ როგორი უნდა იყოს ეს სასჯელიო. შესაბამისად, ეს ელჩები და ევრობიუროკრატების წარმომადგენლობა საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობენ რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი