ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 23 სექტემბერი 2025, 23:55

თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის და ირაკლი კუპრაძის განცხადებები, რომელთაგან ერთი კუპრაძის მერობის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურების გაფიცვას აანონსებს, ხოლო მეორე - ყოველ საღამოს სანქცირებული აქციების მოწყობას, საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს, რათა ცხადი გახდეს, თუ ვისთან აქვთ საქმე.

„ელისაშვილის სიტყვებია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არის, რომ ბატონი კუპრაძე თურმე იმიტომ უნდა გახდეს თბილისის მერი, რომლის თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში. თბილისის მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ როგორც კი კუპრაძე მერი გახდებაო, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, გაიფიცება მთელი მუნიციპალური სამსახურები, აბსოლუტურად არაფერი იფუნქციონირებს თბილისში. ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად მე რომ ამირჩევთ, სანქცირებული აქციები მოეწყობა ყოველ საღამოს ქუჩაშიო. ე.ი. მე რომ მერად ამირჩევთ, ყოველ დღე იქნება აქციები და მერიის არც ერთი სამსახური არ იმუშავებსო - წარმოიდგინეთ ვისთან გვაქვს საქმე, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა შეაფასონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი