წარმოვიდგინოთ, რომ საზოგადოებას ამ რევოლუციის სჯერა. ახლა იცით, რა უნდა ხდებოდეს? ეკონომიკური აქტივობა უნდა იყოს დაცემული, ადამიანები უნდა იშორებდნენ კაპიტალს, ბანკებიდან უნდა გამოჰქონდეთ ფული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 24 სექტემბერი 2025, 00:51

„ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესების გავლენებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საზოგადოებაში ფუჭი პოლიტიკური მოლოდინების შექმნას გაცილებით ძლიერი ეფექტი ჰქონდა ეკონომიკაზე, ვიდრე დღეს, რაც აისახებოდა ეკონომიკურ აქტივობაზე, ლარის კურსზე და ქართული კომპანიების აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„ავიღოთ დღევანდელი ვითარება - რევოლუციაზე მეტი უბედურება რა უნდა დაანონსდეს ეკონომიკისთვისა და ბიზნესებისთვის? წარმოვიდგინოთ, რომ საზოგადოებას ამ რევოლუციის სჯერა. ახლა იცით, რა უნდა ხდებოდეს? ეკონომიკური აქტივობა უნდა იყოს დაცემული, ადამიანები უნდა იშორებდნენ კაპიტალს, ბანკებიდან უნდა გამოჰქონდეთ ფული, უნდა ცარიელდებოდეს ბანკომატები, ანაბრებიდან თანხები უნდა გამოიტანონ.

ახლა რასაც ვუყურებთ, მსგავსი ტიპის ქცევა არ ფიქსირდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით მედეგი გახდა საზოგადოება ფუჭი შიშების მიმართ, რომლებსაც ქმნიან. როდესაც საზოგადოება რაღაცაზე რეაგირებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინც აშინებს, იმას ემხრობა. უბრალოდ ეშინია, როცა რაღაც ტიპის პრობლემა იქმნება. ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა ახლა, მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ 8%-იან ზრდაზე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტენდენციას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ზრდის პროგნოზი 6-დან 7.2%-მდე გაზარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი