ტოტალურად ირაციონალურია კონკრეტულ ქვეყანაზე აქვეყნებდე დადებით მეცნიერულ შეფასებებს, შემდეგ კი ევროპოლიტიკოსები იმავე სახელმწიფოს აბრალებდნენ რაღაც „ჩავარდნებსა“ და „გადახვევებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 24 სექტემბერი 2025, 13:04

ევროკომისიამ "ფრიდომ ჰაუსის" 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მთავრობების ფუნქციონირების გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200 ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ კვლევის მიზანი იყო, 12 ბალიანი სისტემით შეეფასებინა მთავრობის ფუნქციონირება, დემოკრატიულ კონტექსტში, კერძოდ „არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე“.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველო უთანაბრდება სინგაპურს და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას- უნგრეთს და თურქეთს.

„გრძელდება ევროკომისიის იანუსობა - ცალკეული ჩინოსნები ჩვენზე დისტოპიურ ვითარებას წარმოაჩენენ, ხოლო არაერთ კვლევაში პროგრესია, მთავრობის ფუნქციონირების შეფასებითაც, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის №1-ია. ტოტალურად ირაციონალურია კონკრეტულ ქვეყანაზე აქვეყნებდე დადებით მეცნიერულ შეფასებებს, შემდეგ კი ევროპოლიტიკოსები იმავე სახელმწიფოს აბრალებდნენ რაღაც "ჩავარდნებსა" და "გადახვევებს".

ევროკომისიამ "ფრიდომ ჰაუსის" 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მთავრობების ფუნქციონირების გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200 ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ 7 ქულა მიიღო და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ნატოს წევრ ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად თანაბარი შეფასებით.

კვლევის მიზანი იყო, 12 ბალიანი სისტემით შეეფასებინა მთავრობის ფუნქციონირება, დემოკრატიულ კონტექსტში, კერძოდ „არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე“.

რეიტინგით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველო უთანაბრდება სინგაპურს და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას უნგრეთს და თურქეთს. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვას და უკრაინას, ეს ქვეყნები არჩეული მთავრობების ფუნქციონირებით ევროპის უკანასკნელ ექვსეულშია, რუსეთთან, ბელორუსთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან და სერბეთთან ერთად“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი