გლობალური ომის პარტიის, უცხო ქვეყნის აგენტურამ, ახალი აფერისტული მესიჯბოქსი შემოაგდო! “ევროპის ქვეყნებში ომი დიდი ხანია არ ყოფილაო”, ანუ თუ ევროკავშირის წევრი გავხდებითო, ომი ჩვენთან არ იქნებაო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 24 სექტემბერი 2025, 13:15
საქართველოში შენარჩუნებულ მშვიდობას სხვა რომ ვერაფერი დაუპირისპირეს, გლობალური ომის პარტიის, უცხო ქვეყნის აგენტურამ, ახალი აფერისტული მესიჯბოქსი შემოაგდო! “ევროპის ქვეყნებში ომი დიდი ხანია არ ყოფილაო”, ანუ თუ ევროკავშირის წევრი გავხდებითო, ომი ჩვენთან არ იქნებაო! დაცინვა და ხალხის მოტყუება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე წერს სოციალურ ქსელში.

დიმიტრი სამხარაძეს მაგალითად მოჰყავს უკრაინის შემთხვევა, რომელსაც ომის მოგების შემდეგ ჰპირდებიან  ევროკავშირში შესვლას, შესაბამისად ის აცხადებს, რომ აღნიშნულ დაპირებებითა და მოწოდებებით  ქართველი ხალხი არ უნდა მოტყუვდეს.

„ საქართველოში შენარჩუნებულ მშვიდობას სხვა რომ ვერაფერი დაუპირისპირეს, გლობალური ომის პარტიის, უცხო ქვეყნის აგენტურამ, ახალი აფერისტული მესიჯბოქსი შემოაგდო! “ევროპის ქვეყნებში ომი დიდი ხანია არ ყოფილაო”, ანუ თუ ევროკავშირის წევრი გავხდებითო, ომი ჩვენთან არ იქნებაო! დაცინვა და ხალხის მოტყუება! რომელ ევროპულ ქვეყნებს გულისხმობენ? იმათ ხომ არა, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს აიძულებენ ომში ჩათრევას, თავიანთი ქვეყნები ომს რომ აარიდონ? იმ ევროპას ხომ არა, რომელიც ჩვენ გვაიძულებს ჰომოსექსუალების გაბატონებას, ომში ჩართვას და მერე, როდესაც საქართველო ომს მოიგებს და ოკუპანტ, 140 მილიონიან, ბირთვულ სახელმწიფოს დაამარცხებს, სანაცვლოდ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას რომ გვპირდებიან, იმათ ხომ? აგერ არის მაგალითი უკრაინა და შორს რატომ წავიდეთ? უკრაინამ, რუსეთს ომი უნდა მოუგოს და მერე გახდება ევროპის ნაწილიო, ამას ღიად ამბობენ, გეგმაც ოფიციალურად გაახმოვანეს და აქაურ მანქურთებს რა გგონიათ, ხალხს მოატყუებენ, დაუმალავთ თუ? 

ამიტომ მეგობრებო, ასეთ სისულელეს თუ ვინმე გეტყვით, უპასუხეთ! ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ ჩვენი კულტურით, არ დაგვავალონ ბავშვებში ჰომოსექსუალების პროპაგანდის, გარყვნილობის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმება, ქართული ეკლესიის მტრობა შეწყვიტონ და მერე დავიჯერებთ, რომ ჩვენი მშვიდობა გაეხარდებათ“,- წერს დიმიტრი სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში, წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით - იგივე მიდგომა იყო მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ეს კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
ია ფარულავა „მთავარ არხზე”: ყველაფერს ისე ფუთავენ, რომ ადამიანების ფსიქოლოგიურ დამუშავებას და რადიკალურ დაზომბირებას მოერგოს
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
არქივი