ზაალ ანჯაფარიძე: როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა - „გაბუტვის“ პოლიტიკას პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 25 სექტემბერი 2025, 14:27

24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის“, ასევე პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის. კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი განცხადებით, საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და ამ ფონზე, ჯერ ევროკავშირის, ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ „გაბუტვის“ პოლიტიკას, პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს.

„24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის“, ასევე პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის.

კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევა, ტრამპისადმი მისი ქვეშევრდომის მიერ გაკეთებული ჟესტი ხომ არ იყო?

ჯერ ევროკავშირის ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ „გაბუტვის“ პოლიტიკას ცოტა პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი