ლევან ნიკოლეიშვილი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლაზე: ამ არადამაჯერებელ ამბავში, უფრო სასაცილოდ ჩანს, რომ „ტიტუშკების შემოტევას“, საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ, როგორც მინიმუმ, „შესაბამისი“ საპასუხო ბანერი მომზადებული ჰქონდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 26 სექტემბერი 2025, 01:10

არ ჩანს დამაჯერებლად „ლელოს“ კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება, უბრალო მიზეზიდან გამომდინარე-ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება „მერობის კანდიდატი“ კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და „გარბის“, დანარჩენები კი ვითომც არაფერი კუპრაძეს უსმენს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამ არადამაჯერებელ ამბავში უფრო სასაცილოდ ის ფაქტი ჩანს, რომ „ტიტუშკების შემოტევას“, საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ „ლელოში“, ვინაიდან, საპასუხო ბანერი, სადაც ინციდენტში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს, მომზადებული ჰქონდათ.

„არ ჩანს დამაჯერებლად „ლელოს“ კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება „მერობის კანდიდატი“ კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და „გარბის“, დანარჩენები კი ვითომც არაფერი, კუპრაძეს უსმენს. ამ არადამაჯერებელ ამბავში კი უფრო სასაცილოდ ჩანს, რომ როგორც თვითონ ამბობენ, „ტიტუშკების“ შემოტევას, ძალიან საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ, როგორც მინიმუმ „შესაბამისი“ საპასუხო ბანერი მომზადებული ჰქონდათ. ამას აიტანს კაცი, მთავარია არჩევნებში დამარცხების მერე „ლელომ“ და „გახარიას“ პარტიამ ერთმანეთს არ დაამტვრიონ თავ-პირი; აქაც გამზადებული ექნებათ ბანერი: „ოცნებამ, ჯერ არჩევნები გააყალბა და მერე სამაგალითოდ გვცემა“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი