მე ვარ საქართველოსა და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი, კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში და პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისა და „ვენოკებისთვის“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 26 სექტემბერი 2025, 23:08

მე ვარ საქართველოსა და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი, კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში და პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისა და „ვენოკებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ.

ივანიშვილმა ამ კვირაში გადმოატანინა ჩემი „სასამართლო“ განხილვები, ხოლო კვირის დასაწყისში კი მკვეთრად ააჩქარა და ყოველდღე ჩანიშნა სხდომები. რა თქმა უნდა, ის ამას აკეთებს თავის კურატორების ინსტრუქციით. რატომ მაინცდამაინც ახლა? ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი:

1) ეს კვირა ემთხვევა ჩემს გაეროში გამოსვლის წლისთავს, რომელმაც მაშინ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსებს.

2) კვირის ბოლოს მოლდოვაში იმართება არჩევნები, სადაც რუსეთი ისევეა ჩართული, როგორც აქ 2012-ში. შესაბამისად, მათ სურთ ჩემი მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმება.

მე მოლდოვაში ძალიან კარგად ვარ ცნობილი და ასევე, ჩემი ახალი „სასჯელებით“ მოსკოვი სიგნალს უგზავნის ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ მაია სანდუს.

ასევე, ჩემი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ.

ყველაზე ცინიკური ისაა, რომ მე, რომელიც ვარ საქართველოში და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი და კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში, პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისთვის და „ვენოკებისთვის“, მაშინ როცა თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი