ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობელმა ის გახლავთ, რომ მიუხედავად მათი მცდელობის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ ეცნოთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, კრახით დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 28 სექტემბერი 2025, 22:14

მოიფიქრეს და ალბათ, ერთად დაგეგმეს არჩევნების წინ შავი „პიარების“ აგორება - ძალიან სასაცილოდ და უსუსურად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის წარმოჩენა ისე, რომ თითქოს, არა თუ არავის შეხვდა იქ, ლამიისა და გვეტყვიან საერთოდ არ ყოფილაო. გახსოვთ, ალბათ, ორივე სახეობის მტრების, შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებულ სიგიჟედ, ალბათ მაინც ტრამპის ყაველაშვილისადმი მისალოცი წერილის დამალვა გახლდათ,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ ეცნოთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, კრახით დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილს იწვევენ საერთაშორისო ფორუმებზე, ხელს ართმევენ და ოფიცალურ ფოტოებსაც იღებენ მასთან.

„მოიფიქრეს და ალბათ ერთად დაგეგმეს არჩევნების წინ შავი „პიარების“ აგორება - ძალიან სასაცილოდ და უსუსურად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის წარმოჩენა ისე, რომ თითქოს არათუ არავის არ შეხვდა იქ, ლამიისა და გვეტყვიან საერთოდ არ ყოფილაო. გახსოვთ ალბათ, ორივე სახეობის მტრების, შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებულ სიგიჟედ ალბათ მაინც ტრამპის ყაველაშვილისადმი მისალოცი წერილის დამალვა გახლდათ.

ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ მიუხედავად მათი მცდელობის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ ეცნოთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად კრახით დასრულდა. დიახ მიხეილ ყაველაშვილს იწვევენ საერთაშორისო ფორუმებზე, ხელს ართმევენ და ოფიცალურ ფოტოებსაც იღებენ მასთან. უფრო მეტიც გაერო-ს გენერალური მდივანი გუტიერეში იწონებს საქართველოს პოლიტიკას, განსაკუთრებით კი იმ გზას რასაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჰქვია. აშშ-ს პრეზიდენტი საუბრობს სწორედ იმ ღირებულებებზე, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვიცავთ. რაც შეეხება იმას, რომ არ მოწონთ გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი მშობლიურ ენაზე მიმართავს ასამბლეას, ეს უკვე ოპონენტების მხოლოდ ფსიქიკური პრობლემა არ გახლავთ ეს უსამშობლოების ჩვეულებრივი გამოხატულებაა, მათ ეზიზღბათ ყოველივე ქართული, როგორც აღმოჩნდა ყველაზე უფრო ჩვენი მშობლიური ენა.

ისე რა საინტერესოა არა, ლიაკა ხოშტარია რუს და რუსულს უწოდებს სხვას, თვითონ კი სწორედ რუსული რუბლებით არსებობს, აი, იმათ კი ვისაც სჯერა, „რუსების მაგინებელ“ ხოშტარიასთვის ვლადიმერ პუტინს თანხის გადმორიცხვის დაბლოკვა არ შეუძლია ძალიან სცდება. ლამისაა მთელი ევროკავშირსა და ნატოს წევრ სახლმწიფოების საზღვრებს არღვევენ მისი საჰაერო და საზაღვაო ხომალდები, უკრაინის დედაქალაქს კიევს ბომბავს რუსეთის სამხედრო მანქანა, მაგრამ ლიაკა ხოშტარიას ვერ უბედავს რუსული რუბლების გადამორიცხვის შეჩერებას, ამის თუ ვინმეს გჯერავთ მაინც მიმართეთ ექიმს იქნებ და მკურნალობა ჯერ კიდევ არ იყოს დაგვიანებული“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი