დავით ქართველიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, მათ უნდა იცოდნენ რასთან გვქონდა საქმე და რა არ უნდა გამეორდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 29 სექტემბერი 2025, 19:02

საგამოძიებო კომისიის მასალები წავა საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში და ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობს რეჟიმის მხრიდან კლანური მმართველობის ფაქტების საგულდაგულოდ დამალვაზე.

როგორც დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია დარღვევების შესახებ ინფორმაციის ახალგაზრდებამდე მიტანა, რათა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსგავსი სისასტიკე აღარ გამეორდეს.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას უამრავ მასალას გავეცანი და მივხვდი, თუ როგორ საგულდაგულოდ გვიმალავდნენ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას 2003-2012 წლებში ჩადენილი თავიანთი კლანური დანაშაულების შესახებ. რაღაცას ვხვდებოდით, მაგრამ ინსტინქტური წინათგრძნობა გამაგრებული კონკრეტული დოკუმენტით არ გვქონდა და ფაქტობრივად ჩვენი კომისიის წევრების თვალწინ გადაიშალა უახლოესი ისტორიის სრულიად წარმოუდგენელი ფურცლები. თეა წულუკიანის გადაწყვეტილება [კომისიის მასალების საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროკურატურაში წარდგენის შესახებ] იყო აბსოლუტურად ლოგიკური და ამას ველოდით კიდეც. ყველაფერი, რა თქმა უნდა, წავა საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში და ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა. მინდა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა ახალგაზრდებმა აუცილებლად წაიკითხონ, მათ უნდა იცოდნენ რასთან გვქონდა საქმე და რაც არ უნდა გამეორდეს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი