რადიკალი აქტივისტი ნანა სანდერი: შევკრიბეთ ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების ჯარი, მათ შორის, აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთშიც და უკრაინაშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
272 30 სექტემბერი 2025, 13:18

პირდაპირ ვიტყვი, კი, შევკრიბეთ ჯარი, ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების, მათ შორის, ჯარისკაცები არიან - აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მებრძოლი ადამიანიც არის. „საქართველოს პულსს" ჰყავს ასევე ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ჩვენს გუნდში არ არიან, მაგრამ ამ ბრძოლაში ისინიც ჩვენთან ერთად ერთვებიან. პირველი ეს არის, რომ ჩვენ ჯარზე ვდებთ ჩვენს ფსონს, - განაცხადა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა, ნანა სანდერმა.

როგორც მან აღნიშნა, მეორე მხარეს მდგომ ქართველებს, „უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი" უნდა მისცენ, რადგან ქვეყანას „დალეწილი სპეცრაზმელები და პოლიციელები არ სჭირდება“. სანდერის თქმით, ქუჩის ბრძლისთვის მზადებაში არიან და იმარაგებენ ყველაფერს, რაც ამ ბრძოლას სჭირდება.

„ქალები ბევრს ვაკეთებთ, შეიძლება გამბედაობით ვერც ერთი კაცი ვერ დამიდგეს გვერდით, მაგრამ, ფიზიკურმა ძალამ და ამისმა დემონსტრირებამ უნდა გადაარჩინოს რომ აქეთ, ჩვენს მხარეს, მარტო ქალები კი არ ვდგავართ, კაცები დგანან და წინა რიგებში დგანან კაცები - ზუსტად სტრატეგია, რაც უნდა იყოს სწორი. ყველაფერი აბსოლუტურად, ქუჩის ბრძოლაც, იქაც უნდა იყოს საბრძოლო სტრატეგიაც, გეგმაც და ა.შ. მოკლედ, ამ მზადებაში ვართ, იქ თავდაცვის საშუალებები, ყველაფერი, რაც სჭირდება ამ ბრძოლას.

მეორე მხარესაც ხომ ქართველები დგანან? იმათ მივცეთ შანსი გადარჩენის, უმსხვერპლოდ. უმსხვერპლოდ იგულისხმება, რომ ჩვენ არავის მოკვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ რომ მსხვერპლი არ ვიქნებოდით, ეს გვქონდა გააზრებული. იქით მხარესაც რომ მსხვერპლი არ იყოს, ჩვენს ქვეყანას ეს არ სჭირდება - ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც დალეწილი სპეცრაზმელები, არც დალეწილი პოლიციელები“, - განაცხადა ნანა სანდერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი