ბლეიზ მეტრეველი, სწორედ ხვალ, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დაიკავებს MI6-ის ხელმძღვანელის ახალ თანამდებობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 30 სექტემბერი 2025, 21:23
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი MI6-ის ახალ ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის ოფიციალურად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მასზე საუბრისას ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიიდან რამდენიმე თარიღსა და მოვლენაზე აკეთებს აქცენტს. ასევე აქვეყნებს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის გამონათქვამებს, რომლითაც ის ბლეიზ მეტრეველს ახასიათებს. 

„რამდენიმე დღის წინ ბაქოში დაზვერვის სამსახურების ფორუმში მონაწილეობის მიუხედავად, ბლეიზ მეტრეველი, სწორედ ხვალ, 1 ოქტომბერს, ოფიციალურად დაიკავებს MI6-ის ხელმძღვანელის ახალ თანამდებობას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია. ბლეიზ მეტრეველი დაიბადა 1978 წელს ინგლისში, ხოლო გაიზარდა ჰონგ-კონგში, სადაც მამამისი, კონსტანტინე მეტრეველი (გამორჩეული რადიოლოგი) ჰონგ-კონგის ჩინეთის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური რადიოლოგიის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი იყო. 

X-ში გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, ის ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა, იმ ნაწილში, რომელიც 1982 წლიდან 1985 წლამდე ერ-რიადში იყო განლაგებული. ჰონგ-კონგის მულტიკულტურულ გარემოში მისმა აღზრდამ, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიღებულ განათლებასთან ერთად, ჩამოაყალიბა ბლეიზ მეტრეველის გლობალური ხედვა, რაც შეესაბამება MI6-ის ძირითად მისიას - საერთაშორისო საფრთხეებთან ბრძოლას.

საინტერესოა MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ სოუერსის მისი დახასიათება: „ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გავატარე. ბლეიზს არ ვიცნობდი, MI6-ის (2009 წლის ნოემბერში) უფროსის პოსტზე დანიშვნამდე, მაგრამ მას ახლო აღმოსავლეთში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს შევხვდი, სადაც ის MI6-ის რეზიდენტურის ხელმძღვანელი იყო და ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებდა. მან თავიდანვე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე...ის საკმაოდ შთამაგონებელი ადამიანია; ძალიან მკაფიო და მიზანდასახული, მაგრამ ასევე აქვს კარგი იუმორის გრძნობა და ადამიანების მართვის ნიჭი,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი