მძიმე გამოწვევების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ შეუჩერებელი იქნება ეროვნული ინტერესების დაცვაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 01 ოქტომბერი 2025, 14:47

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „ნაცბარბაროსულ რეჟიმზე“ გამარჯვებიდან 13 წლის შემდეგ კვლავაც აქტუალურია ის წინაღობები, რასაც ქმნის ყოფილი ხელისუფლება და მისი უცხოელი მფარველები.

მისივე შეფასებით, ყველას სურს სწრაფი და პოზიტიური შედეგები, თუმცა აუცილებელია გაითვალისწინოს რთული საგარეო კონიუნქტურა და ის გააფთრებული ბრძოლა, რომელიც „ურჩ საქართველოს“ გამოუცხადეს.

„ქართული ოცნების“ ნაცბარბაროსობაზე გამარჯვების 13 წლის შემდეგ, კვლავაც აქტუალურია ის წინაღობები, რასაც გვიქმნიან ყოფილი რეჟიმი, მისი უცხოელი მეთოჯინეები და რაზეც პასუხობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი თავის მიმართვაში.

თვითმყოფადი და სუვერენული საქართველოსთვის ურთულესია მძლავრ ბოროტებასთან, „დიფ სთეითთან“, მის მრავალ საცეცთან გამკლავება, მაგრამ ვახერხებთ ერთობით და უმაღლესი პასუხისმგებლობით. ყველას გვსურს სწრაფი დადებითი შედეგები, თუმცა გასათვალისწინებელია კომპლექსური საგარეო კონიუნქტურა და ის გააფთრებული ბრძოლა, რაც „ურჩ“ საქართველოს გამოუცხადეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მშვიდობიანი განვითარების კურსზე ორიენტირებული, შეუვალი პატრიოტული „ქართული ოცნების“ გუნდი საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით ამას ახორციელებს და შეუჩერებელი იქნება ეროვნული ინტერესების დაცვაში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების რამდენიმე ყურადსაღები აქცენტებიდან გამოვყოფდი ერთს - ძალების მცდელობების მიუხედავად რომ დაიმორჩილონ საქართველო, საზოგადოების ცნობიერება იმდენად ამაღლდა, რომ დახვეწილი ავაზაკობითაც ვერ ხელყოფენ ჩვენს თავისუფლებას.
ხაზგასასმელია, რომ მმართველი გუნდის მთავარი მონაპოვარია, რომ ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი, ხოლო, ხელისუფლებასთან ერთად, საზოგადოებაც გაიზარდა, რომელიც შესანიშნავად ახერხებს სწორ ანალიზს.

რასაკვირველია, გარე დაკვეთით იყო შიდა ღალატის, საბოტაჟისა და ქვეყნის მტრობის უპრეცედენტო ფაქტები, თუმცა ვერანაირად შეარყიეს საქართველოს სწორხაზოვანი მშვიდობიანი განვითარების გეზი.

წინ უამრავი გამოწვევა და სირთულე გვაქვს, თუმცა ერთობითა და გონივრული მიდგომებით, ერი და ბერი უკუვაგდებთ ჩასაფრებულ ნეოკოლონიალისტებსა და მათ არამზადა ფინიებს.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მართებულად აღნიშნა:

„საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ - მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.

ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი