4 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 01 ოქტომბერი 2025, 21:39

4 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ანწუხელიძის საქართველოს შეშინება და დამარცხება შეუძლებელია.

„საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული თავისუფლების მოედანზე – სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ. 4 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი.

ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სამშობლოს მომავალზე ზრუნვა და ვალდებულები ვართ, გავიდეთ რუსთაველზე. ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ.

ქრისტიანული, ქართული, ევროპული ღირებულებები არ დგას ბოროტებაზე, დაყოფაზე, გახლეჩვაზე და ადამიანის ჩაგვრაზე. პირიქით! ქრისტიანული, ქართული, ევროპული ღირებულებები, დამყარებულია სიყვარულზე, სოლიდარობაზე, სიკეთეზე და ერთმანეთის მხარში დგომაზე.

ჩვენი ვალია, ერი და ბერი გაერთიანდეს, დავასრულოთ საქართველოს და ქართველი ხალხის დაყოფა, გახლეჩა. 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ვერთიანდებით სრულიად საქართველო და ვიმარჯვებთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ხაბეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი